გეიმ ჯემის პრინციპიდან გამომდინარე რამდენიმე ჯგუფი ადგილზე შეიქმნა. ყოველი პროექტის პრეზენტაციისას გუნდის წარმომადგენელი განვითარების პერსპექტივასა და კომერციულ პოტენციალზე საუბრობდა. შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ ეს გახლდათ,რადგან მას რეალური შანსი აქვს იქცეს მაღალგანვითარებულ ინდუსტრიად, დაასაქმოს უამრავი სპეციალისტი და მოუტანოს უზარმაზარი სარგებელი ქვეყნის ეკონომიკას.რისი პოტენციალიც საქართველოში ნამდვილად არსებობს. ამ ღონისძიების მნიშვნელობა ერთი ორად იზრდება იმ ფაქტით რომ პროცესების მიმდინარეობაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი აქტიურად არის ჩაბმული. ეძებს და მხარს უჭერს ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას.
ბევრ საინტერესო პროექტს შორის ჟიურიმ გუნდ „კაკადუს“ ნამუშევარი გამოარჩია. თამაშს „შავი ზღვა“ ქვია და საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება. სიუჟეტის თანახმად რუსული საიდუმლო წყალქვეშა ნავი შავ ზღვაში კატასტროფას განიცდის და ფსკერზე დაეშვება. თამაშის სიუჟეტის განვითარება კი მხოლოდ მოთამაშის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
საქმიან ნაწილს ამჯერად გასართობი სეგმენტიც ახლდა. ჩატარდა გეიმბათლები, ვიქტორინები თამაშების თემაზე და, რაც მთავარია, საქართველოში პირველად გაიმართა ოფიციალური ქოსფლეი – პერსონაჟების კოსტუმირებული შოუ. ეს კულტურა მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.
მონაწილეებმა წარმოუდგენელი სირთულისა და იდეალური სიზუსტით შესრულებული ხელნაკეთი კოსტუმები წარმოადგინეს.ქოსფლეის გამარჯვებული და Playstation 4-ის მფლობელი დათო კიკნაველიძის პანდა გახდა World of Warcraft: Mists of Pandaria-დან, რომელმაც არა მხოლოდ უნაკლოდ შესრულებული ხელნაკეთი კოსტუმი წარმოადგინა, არამედ თავბრუდამხვევი პერფორმანსიც შემოგვთავაზა. მომდევნო ქოსფლეი სექტემბერში, მესამე გეიმ ჯემის ფარგლებში გაიმართება, თუმცა ამჯერად მის მონაწილეებს კონკრეტულ თემას შესთავაზებენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გეიმ ჯემის ორგანიზატორია კომპიუტერული თამაშების დეველოპერთა საერთაშორისო ასოციაცია IGDA-ს (International Game Developers Association) საქართველოს წარმომადგენლობა IGDA Georgia და რაღა თქმა უნდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო,რომელიც მუდმივად აქტიურად უჭერს მხარს ამა თუ იმ ახალგაზრდული, ინოვაციური და საინტერესო პროექტების განვითარებას.





0 comments:
Post a Comment