რისი შესანიშნავი დასტურიც 24-26 აპრილს ჩაატრებული “საქართველოს ინოვაციების კვირეული” გახლდათ. ღონისძიების ორგაიზატორი და მასპინძელი კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. კვირეულის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა რადგან დიდი იყო დაინტერესება როგორც საზოგადოების ისე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტების მხრიდან. “საქართველოს ინოვაციების კვირეული” შესანიშნავი პლათფორმა აღმოჩნდა სადაც შესაძლებლობა მიეცათ ერთმანეთს შეხვედროდნენ ამ სექტორის წარმომადგენლები.გაეცვალათ ინფორმაცია, დაესახათ ურთერთთანამშრომლობის გზები მომავალი ინოვაციური პროექტებისა და პროდუქტების შესაქმნელად. GITA აქტიურად მუშაობს ერთაინი, ძლიერი და წარმატებული აიტი ტექნოლოგებისა თუ ბიზნესმენების ქსელის შექმნაზე. “საქართველოს ინოვაციების კვირეული” IT სფეროს გარდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სხვა მიმართულებებსაც მოიცავდა. კვირეულში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, სამთავრობო უწყებები, ექსპერტები და სხვა. კვირეულს აგრეთვე ესწრებოდა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი ჰენრი კერალი.
„ეს ღონისძიება არის კიდევ ერთი დამოწმება იმისა, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ძალიან სერიოზული პოტენციალი აქვს. ორიენტაცია ინოვაციებზე, ეს არის საჭიროება და არა ფუფუნება. ეს ნამდვილად მისცემს ქვეყანას საშუალებას, რომ ადგილი დაიმკვიდროს კონკურენტულ ეკონომიკაში. კარგი კონკურენტული გარემოს შექმნა დამატებით სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს, რაც რა თქმა უნდა, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ჰენრი კერალიმ.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიზნების, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა საქართველოს ვიცე პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმართ უდიდეს თანადგომასა და ნდობაზე სამთავრობო მხრიდან,რაც ერთი ორად ზრდის როგორც მონაწილეთა ისე ორგანიზატორების მოტივაციას.
“საქართველოს ინოვაციების კვირეული” უნდა აღინიშნოს რომ დაძაბულ ფორმატში მაგრამ მაქსიმალური პროდუქტიულობით მიმდინარეობდა. სამივე დღეს სამთავრობო და ბიზნეს სესიების პარალელურად გაიმართა პროგრამისტების კონკურსები: ანდროიდ, iOS და ვებ აპლიკაციების ჰაკათონი და CodeBattle; ასევე ბიზნეს მარათონი 20=200 და გამოგონებებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა.
კვირეულის ვიზიტორთა რაოდენობა მართლაც რომ შთამბეჭდავი გახლდათ, 3 დღის განმავლობაში ღონისძიებას 1000 ზე მეტი სტუმარი დაესტრო. მომავალი ღონისძიებისთვის კი მონაწილეთა კიდევ უფრო დიდ რაოდენობას, ძლიერ პროექტებს მოტივირებულ მონაწილეებს და ანთებულ თვალებს ველოდებით!!!! საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კი ყოველივე ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს!!









0 comments:
Post a Comment