დღესდღეისობით ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ სურათში მშენებლობის სექტორი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს, ამაზე სხვადასხვა ციფრები მეტყველებს,მაგალითად: მშპ-ში მშენებლობის წილი 7.3%-ია, დარგის ბრუნვამ კი გასულ წელს 3 791 მლნ ლარი შეადგინა. ამ სექტორში 7 500-მდე კომპანია მუშაობს, რაც დამსაქმებელთა ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია საქართველოში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად არის ჩაბმული ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობაში.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ ერთი ძირითად მიმართულებას ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა წარმოადგენს, გამოფენაზე სააგენტომ მისცა შესანიშნავი შესაძლებლობა განვითარებად კომპანიებს გამოეფინათ საკუთარი ნიმუშები გლობალური ბაზარზე,შეხვედროდნენ სხვადასხვა ძლიერი საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მიეღწიათ საკონტრაქტო შეთანხმებებისათვის.
საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 150-ზე მეტი კომპანია 14 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი 3500 დან 3800 მდე მერყეობდა. ყოველწლიურად იზრდება გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიების რიცხვი.
გამოფენის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ერთ-ერთი კარგი მაგალითია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი უკლინკერო ცემენნტები, რომელმაც მნიშვნელოვანი დაინტერესებსა დაიმსახურა. ეს მასალა გამოირჩევა მაღალი ყინვამედეგობით, შესაბამისად განსაკუთრებით საჭიროა მაღალმთიან რეგიონებში ჰიდროტექნიკურ და საგზაო სამუშაოებში. საწარმოს დღე ღამეში 30-40 ტონის წარმოება შეუძლია და უკლინკერო ცემენტები უკვე აქტიურად გამოიყენება მესტიასა და ლენტეხში კაშხლებისა და წყლის რეზერვუარების მშენებლობისას.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კვლავ განაგრძობს აქტიურ მონაწილეობასა და თანამშრომლობას მშენებლებთან. ამ მჭიდრო თანამშრომლობის მიზანია ახალი ინოვაციური სამშენებლო მასალების გამოყენების დანერგვა,როგორც ქვეყანაში ისე ქვეყნის გარეთ. ქართველი მშენებლების მიერ წარმოდგენილი მასალები პერსპექტიულია მსოფლიო ბაზარზე რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია ხარჯების შემცირება და კომფორტის გაზრდა, როგორც საწარმოსთვის და ქვეყნისთვის ასევე მომხმარებლისთვის.





0 comments:
Post a Comment