We create an Innovative Georgia!

ჩვენ ვქმნით ინოვაციურ საქართველოს!

Showing posts with label ქართ. Show all posts
Showing posts with label ქართ. Show all posts

Monday, July 28, 2014

"ინოვაციების ბანაკი" შესანიშნავი სიახლე ახალგაზრდებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან!!!!!

Filled under: ,

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 16-21 აგვისტოს განხორციელდება ინოვაციების ბანაკი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის. ინოვაციების ბანაკის მიზანია, აღმოაჩინოს ინოვატორები საქართველოს მასშტაბით და 6 დღის განმავლობაში აქტიური მუშაობით შეიქმნას ინოვატორების კავშირი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციურ განვითარებას და გახდება სტარტაპების წამოწყების წინაპირობა. ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ახალგაზრდა ინოვატორს 16 დან 23 წლის ჩათვლით. ბანაკში მოეწყობა პირველი "Make-a-Thon" საქართველოს ისტორიაში. ეს არის ღონისძიება, რომელიც მონაწილეებს მისცემს საშუალებას ისწავლონ, თუ როგორ გადააქციონ კონკრეტული იდეა მუშა პროტოტიპად. ამ პროცესში მათ დაეხმარებიან გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ასევე, “Make-a-thon-ის” ფარგლებში ბანაკის სტუმრები იქნებიან ქართველი მეცნიერები, რომელთა ტექნოლოგიის ბაზაზე მოხდება ბიზნეს მოწყობილობების შექმნა, დაიგეგმება სამომავლო პროექტები. მათ შემდგომ დახვეწასა და განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმალურად დაუჭერს მხარს. ბანაკი არის უფასო ! დაწვრილებითი ინფორმაცია ბანაკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს და ბანაკის "ფეისბუქის" გვერდებზე.

Posted By Unknown9:29 AM

Tuesday, July 22, 2014

Game Jam I

Filled under: , ,

Posted By Unknown5:13 AM

PHP Conference - One More Great event Organised By GITA !

Filled under: , ,

Posted By Unknown1:33 AM

Innov-a-thon TBILISI

Filled under: , ,

Posted By Unknown1:28 AM

Tuesday, July 8, 2014

გამოფენა “ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის” 10-12 ივლისი

Filled under: ,

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართელოს ინოვაციების და  ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით,  10-12 ივლისს, საგამოფენოცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-6 პავილიონში ტარდება გამოფენა - “ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის”.

საქართელოს ინოვაციების და  ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საქართველოში არსებული გამოყენებითი კვლევების შედეგები და ტექნოლოგიები, ხელი შეუწყოს ინოვატორებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის წახალისებას, ახალი ინოვაციური პროექტების დაწყებას და სტარტ-აპ კომპანიების გაჩენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და გამოგონება სხვადასხვა ინდუსტრიისათვის.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ქართველ მეცნიერებს, გამომგონებლებსა და ინოვატორებს საშუალება მიეცემათ ბიზნესის წარმომადგენლებს და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნონ საკუთარი ინოვაცია თუ გამოგონების ეფექტური მოდელი.  ასევე, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და სემინარები სადაც განხილული იქნება ინოვაციების კომერციალიზაციის თანამედროვე ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიების ტრანსფერის სტრატეგიული საკითხები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა. ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციასა და მის გავლენაზე მეწარმეობასა და ინდუსტრიაზე.

ღონისძიების პირველ დღეს მეცნიერები და გამომგონებლები ბიზნესის წინაშე  საკუთარი პროექტების პრეზენტაციას განახორციელებენ.
სამივე დღეს, პრეზენტაციებისა და სემინარების პარალელურად,  გაიმართება 150-მდე ინოვაციის და გამოგონების გამოფენა.

გამოფენის შემდგომ, სააგენტო უზრუნველყოფს იდენტიფიცირებული ინოვაციების და გამოგონებების მხარდაჭერას, იმისათვის, რომ პროექტების კომერციალიზაცია და ბაზარზე გასვლა განხორციელდეს, გაიზარდოს არსებული ინოვაციური სტარტ-აპ კომპანიების კონკურენტუნარიანობა,  

ასევე ინფორმაცია გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიების შესახებ გამოქვეყნდება სპეციალურ კრებულში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ნინო კუნცევა-გაბაშვილი - 577473364


Posted By Unknown2:56 AM

Friday, June 27, 2014

26 მაისი დამოუკიდებლობის დღე !

Filled under: ,


 26 მაისი ღირშესანიშნავი დღეა საქართველოს ისტორიაში. წელს დამოუკიდებლობის დღე განსხვავებული და განსაკუთრებული ფორმატით აღინიშნა. პარადის მონაწილეები სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ გრანდიოზულ გამოფენას დაესწრნენ. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რაღა თქმა უნდა ყველასგან გამოირჩეოდა ინოვაციურობით. დრონები, ოკულუსით აღფრთოვანებული სტუმრები, ბიზნეს მარათონი და კომპიუტერული თამაშები ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობების რასაც GITA მთელი დღის განმავლობაში ახორცილებდა. ღონისძიებების უნიკალურობიდან გამომდინარე დაინტერესებული სტუმრების ნაკადი არ წყდებოდა ტენტებში.

GITA აღლუმზე 3 სხვადასხვა თემატიკის პავილიონითა და ექსპონატებით წარსდგა.განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რევოლუციურმა ტექნოლოგიებმა. ოკულუს რიფტი,რომელმაც 2 მილიარდი დოლარი მიიღო ფეისბუქისგან ვიცე პრემიერებმა,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ბატონმა კახა კალაძემ საკუთარ თავზე გამოსცადეს.


              საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ქართული ინოვაციები მეტყველებს იმაზე რომ აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სააგენტოსა და მეცნიერ-გამომგონებლებს შორის. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი კომპანიის “Lemondo-ს” მიერ შექმნილი თამაშები და აპლიკაციები, კომპიუტერული თამაშების მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი ქართული კომპანიების - “Storm Bringer Studios”, “Pyxie Games”, “Happy Group”, “Jump of Fall” და სხვა, პროდუქტები. ასევე,საქართველოს კომპიუტერული გრაფიკის ასოციაცია “CG Georgia”-ს ნამუშევრები, ქართველი გამომგონებლების ნამუშევრები - ელექტრო ენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემა, ქართული რობოტი, ელექტრონული გიტარა, 3D კამერა და ა.შ. 

ბიზნეს მარათონმა “20=200”, 26 მაისს დილიდან აიღო სტარტი. ეს შესანიშნავი პროექტი რომელიც 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდულ პროექტად დასახელდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ახალგაზრდა მეწარმეებს საშუალებას აძლევს დატესტონ, გამოსცადონ თავიანთი იდეები და აქციონ ისინი რეალურ ბიზნეს საქმიანობად.

26 მაისის შედეგები რომ შევაჯამოთ, GITA ნამდვილად ღირსეულად წარსდგა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით ქართველის წინ. გააცნო და თავი დაამახსოვრა ბევრი ინოვაციური და საინტერესო პროექტით.

Posted By Unknown3:40 AM

სამშენებლო მასალების გამოფენა "Caucasus Build"

Filled under: ,

         
            15 მაისი კიდევ ერთი მნიშნელოვანი თარიღია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობაში. მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ირმა ქავთარაძემ თბილისის გამოფენების ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა გახსნა. გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.

             დღესდღეისობით ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ სურათში მშენებლობის სექტორი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს, ამაზე სხვადასხვა ციფრები მეტყველებს,მაგალითად: მშპ-ში მშენებლობის წილი 7.3%-ია, დარგის ბრუნვამ კი გასულ წელს 3 791 მლნ ლარი შეადგინა. ამ სექტორში 7 500-მდე კომპანია მუშაობს, რაც დამსაქმებელთა ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია საქართველოში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად არის ჩაბმული ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობაში.

           ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ ერთი ძირითად მიმართულებას ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა წარმოადგენს, გამოფენაზე სააგენტომ მისცა შესანიშნავი შესაძლებლობა განვითარებად კომპანიებს გამოეფინათ საკუთარი ნიმუშები გლობალური ბაზარზე,შეხვედროდნენ სხვადასხვა ძლიერი საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მიეღწიათ საკონტრაქტო შეთანხმებებისათვის.

            საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 150-ზე მეტი კომპანია 14 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი 3500 დან 3800 მდე მერყეობდა. ყოველწლიურად იზრდება გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიების რიცხვი.

            გამოფენის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ერთ-ერთი კარგი მაგალითია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი უკლინკერო ცემენნტები, რომელმაც მნიშვნელოვანი დაინტერესებსა დაიმსახურა. ეს მასალა გამოირჩევა მაღალი ყინვამედეგობით, შესაბამისად განსაკუთრებით საჭიროა მაღალმთიან რეგიონებში ჰიდროტექნიკურ და საგზაო სამუშაოებში. საწარმოს დღე ღამეში 30-40 ტონის წარმოება შეუძლია და უკლინკერო ცემენტები  უკვე აქტიურად გამოიყენება მესტიასა და ლენტეხში კაშხლებისა და წყლის რეზერვუარების მშენებლობისას.

            საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კვლავ განაგრძობს აქტიურ მონაწილეობასა და თანამშრომლობას მშენებლებთან. ამ მჭიდრო თანამშრომლობის მიზანია ახალი ინოვაციური სამშენებლო მასალების გამოყენების დანერგვა,როგორც ქვეყანაში ისე ქვეყნის გარეთ. ქართველი მშენებლების მიერ წარმოდგენილი მასალები პერსპექტიულია მსოფლიო ბაზარზე რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია ხარჯების შემცირება და კომფორტის გაზრდა, როგორც საწარმოსთვის და ქვეყნისთვის ასევე მომხმარებლისთვის.

Posted By Unknown2:40 AM

ილია ვეკუას სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა

Filled under: ,

კომპიუტერული პროგრამირება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად უწყობს ფეხს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ გამოწვევებს. 24-26 მაისს სააგენტოს მზარდაჭერით განხორციელდა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ოლიმპიადა კომპიუტერულ პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე.
  გუნდების შემადგენლობა ძალიან ძლიერი იყო. მონაწილეთა სიძლიერეს ხელს უწყობდა არა მარტო ღონისძიების მაღალპრესტიჟულობა, არამედ მისი ღია რეგლამენტიც. მონაწილეებს მოეთხოვებოდათ ჰქონოდათ მხოლოდ პროგრამირების სათანადო დონე - ყოველგვარი ასაკობრივი და რაიმე სხვა შეზღუდვების გარეშე.
“ღონისძიების შეფასებისას ცალსახად უნდა აღინიშნოს მისი უპრეცედენტო
მასშტაბურობა, ჩატარების სიმწყობრე და ორგანიზებულობა, მაღალი აკადემიური დონე. ყოველივე ეს, პირველ რიგში, განაპირობა ორგანიზაციაში ჩართულ დაწესებულებათა ძალისხმევამ და შეჯიბრების მაღალმა პრესტიჟულობამ”. განაცხადა ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადის დირექტორმა ბატონმა თემურ ზარქუამ.
გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო სულ 102-მა გუნდმა. აქედან თბილისში თავი მოიყარა 50-მა გუნდმა, საიდანაც 13 იყო ჩამოსული საზღვარგარეთიდან (2-2 თურქეთიდან და რუსეთიდან, ერთი უკრაინიდან და 8 აზერბაიჯანიდან). პირად პირველობაში მონაწილეობა მიიღო სულ 147-მა პროგრამისტმა, აქედან 92 ასპარეზობდა თბილისიდან.
ოლიმპიადის საბოლოოო შედეგები ასე გადანაწილდა:
       გუნდურ შეჯიბრში ილია ვეკუას სახელობის თასს დაეუფლა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (დმიტრი ეგოროვი, პავლე კუნიავსკი, ეგორ სუვოროვი, მწვრთნელი ანდრეი ლოპატინი).
        ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრიზი - საქართველოში ჩამოსულ საუკეთესო გუნდს - გადაეცა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, რომლებმაც საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს (ალექსანდრე მაშრაბოვი, გიორგი ჩებანოვი, ფილიპ რუხოვიჩი, მწვრთნელი ალექსი მალეევი). ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი ფინალის მონაწილეა და, დარწმუნებული ვარ, პრიზიორთა რიცხვში იქნება", - განაცხადა თემურ ზარქუამ
        ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზი - საუკეთესო სამხრეთ კავკასიის გუნდს - მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა (გიორგი საღინაძე, გიორგი გულიაშვილი, თორნიკე მანძულაშვილი, მწვრთნელი გიორგი საღინაძე), რომელიც ამ შედეგის წყალობით გახდა 2014 წლის საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამარჯვებული
         პირად პირველობაში გაიმარჯვა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მიხეილ ტიხომიროვმა, რომელსაც გადაეცა ილია ვეკუას მცირე თასი. ივერი ფრანგიშვილის პრიზი - საუკეთესო მოსწავლეს - მოიპოვა ნიკოლოზ სვანიძემ (კომაროვის სახელობის სკოლა, სასწავლო ცენტრი "მზიური").
       აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული პრიზი - საუკეთესო ქართველ მონაწილეს - მოიპოვა ნიკოლოზ ციმაკურიძემ (თავისუფალი უნივერსიტეტი). ამ შედეგით ნიკოლოზ ციმაკურიძე გახდა საქართველოს 2014 წლის ახალგარდული ჩემპიონატის პირად ჩათვლაში გამარჯვებული.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, მთლიანობაში, სამომავლოდ გამოიკვეთა შემდეგი:
1. აუცილებელია, ქართველი მონაწილეებისთვის ჩატარდეს ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპი, რაც ხელს შეუწყობს ქართველ მონაწილეთა დონის ამაღლებას; საზოგადოდ, აუცილებელია ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა, რათა ქართველი სტუდენტი-პროგრამისტები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ მსოფლიო ელიტას;
2. საქართველოსთვის ფუნდამენტური პროგრამირების მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ უმაღლესმა სასწავლებელმა, სადაც ისწავლება დაპროგრამება;
3. აუცილებელია მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფილის და ამ ტექნოლოგიების ინტენსიურად გამომყენებელი ძლიერი დაწესებულებები;
4. აუცილებელია ვიზრუნოთ, რათა ყურადღება ღონისძიებისადმი მედიის მხრიდან მიუახლოვდეს ღონისძიების პრესტიჟულობას.
  ყველა ჩამოთვლილი მიზანი პირდაპირ ეხმიანება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობას, შესაბამისად GITA კვლავ გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას კონფერენციის შემდგომ დაგემვასა და განვითარებაში.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო ამ და სხვა კონფერენციების ფარგლებში ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ფუნდამენტური დაპროგრამების განვითარებასა და სხვადასხვა სახელმწიფოს ახალგაზრდებს შორის სასიკეთო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

Posted By Unknown2:21 AM

ჩვენ ვქმნით ინოვაციურ საქართველოს !

Filled under: ,




რისი შესანიშნავი დასტურიც 24-26 აპრილს ჩაატრებული “საქართველოს ინოვაციების კვირეული” გახლდათ. ღონისძიების ორგაიზატორი და მასპინძელი კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. კვირეულის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა რადგან დიდი იყო დაინტერესება როგორც საზოგადოების ისე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტების მხრიდან. “საქართველოს ინოვაციების კვირეული” შესანიშნავი პლათფორმა აღმოჩნდა სადაც შესაძლებლობა მიეცათ ერთმანეთს შეხვედროდნენ ამ სექტორის წარმომადგენლები.გაეცვალათ ინფორმაცია, დაესახათ ურთერთთანამშრომლობის გზები მომავალი ინოვაციური პროექტებისა და პროდუქტების შესაქმნელად. GITA აქტიურად მუშაობს ერთაინი, ძლიერი და წარმატებული აიტი ტექნოლოგებისა თუ ბიზნესმენების ქსელის შექმნაზე. “საქართველოს ინოვაციების კვირეული” IT სფეროს გარდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სხვა მიმართულებებსაც მოიცავდა. კვირეულში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, სამთავრობო უწყებები, ექსპერტები და სხვა. კვირეულს აგრეთვე ესწრებოდა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი ჰენრი კერალი.


                „ეს ღონისძიება არის კიდევ ერთი დამოწმება იმისა, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ძალიან სერიოზული პოტენციალი აქვს. ორიენტაცია ინოვაციებზე, ეს არის საჭიროება და არა ფუფუნება. ეს ნამდვილად მისცემს ქვეყანას საშუალებას, რომ ადგილი დაიმკვიდროს კონკურენტულ ეკონომიკაში. კარგი კონკურენტული გარემოს შექმნა დამატებით სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს, რაც რა თქმა უნდა, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ჰენრი კერალიმ.

 კვირეულის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიზნების, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა საქართველოს ვიცე პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმართ უდიდეს თანადგომასა და ნდობაზე სამთავრობო მხრიდან,რაც ერთი ორად ზრდის როგორც მონაწილეთა ისე ორგანიზატორების მოტივაციას.




“საქართველოს ინოვაციების კვირეული” უნდა აღინიშნოს რომ დაძაბულ ფორმატში მაგრამ მაქსიმალური პროდუქტიულობით მიმდინარეობდა. სამივე დღეს სამთავრობო და ბიზნეს სესიების პარალელურად გაიმართა პროგრამისტების კონკურსები: ანდროიდ, iOS და ვებ აპლიკაციების ჰაკათონი და CodeBattle; ასევე ბიზნეს მარათონი 20=200 და გამოგონებებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა.



კვირეულის ვიზიტორთა რაოდენობა მართლაც რომ შთამბეჭდავი გახლდათ, 3 დღის განმავლობაში ღონისძიებას 1000 ზე მეტი სტუმარი დაესტრო. მომავალი ღონისძიებისთვის კი მონაწილეთა კიდევ უფრო დიდ რაოდენობას, ძლიერ პროექტებს მოტივირებულ მონაწილეებს და ანთებულ თვალებს ველოდებით!!!! საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კი ყოველივე ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს!!




Posted By Unknown1:49 AM

Friday, June 20, 2014

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი !!

Filled under: ,

                            

                საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და  კომპიუტერული თამაშების დეველოპერთა ასოციაცია IGDA Georgia-ს მიერ უკვე მეორედ ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ქართულ კომპიუტერულ სამყაროში! Game Jam სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,სადაც 29 გუნდი მცირე მოცულობის მუშა პროტოტიპის შექმნაზე მუშაობდა. თამაშის თემად, კი ლოტოტრონის დახმარებით, წყლის სამყარო შეირჩა. ღონისძიების დასკვნით ნაწილს 1200-მდე ადამიანი ესწრებოდა,რაც ივენთის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სასიხარულოა ის ფაქტი რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და IGDA Georgia-ს წარმომადგენლება მოახერხეს ამდენი ადამიანი, ასკისა და სქესის მიუხედავად ერთად შეეკრიბათ და საერთო მიზნების ქვეშ გაეერთიანებინათ . 

ppl game jam.jpg

            გეიმ ჯემის პრინციპიდან გამომდინარე რამდენიმე ჯგუფი ადგილზე შეიქმნა. ყოველი პროექტის პრეზენტაციისას გუნდის წარმომადგენელი განვითარების პერსპექტივასა და კომერციულ პოტენციალზე საუბრობდა. შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ ეს გახლდათ,რადგან მას რეალური შანსი აქვს იქცეს მაღალგანვითარებულ ინდუსტრიად, დაასაქმოს უამრავი სპეციალისტი და მოუტანოს უზარმაზარი სარგებელი ქვეყნის ეკონომიკას.რისი პოტენციალიც საქართველოში ნამდვილად არსებობს. ამ ღონისძიების მნიშვნელობა ერთი ორად იზრდება იმ ფაქტით რომ პროცესების მიმდინარეობაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი აქტიურად არის ჩაბმული. ეძებს და მხარს უჭერს ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას.
             ბევრ საინტერესო პროექტს შორის ჟიურიმ გუნდ „კაკადუს“ ნამუშევარი გამოარჩია. თამაშს „შავი ზღვა“ ქვია და საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება. სიუჟეტის თანახმად რუსული საიდუმლო წყალქვეშა ნავი შავ ზღვაში კატასტროფას განიცდის და ფსკერზე დაეშვება. თამაშის სიუჟეტის განვითარება კი მხოლოდ მოთამაშის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

game jam black sea.jpg

            საქმიან ნაწილს ამჯერად გასართობი სეგმენტიც ახლდა. ჩატარდა გეიმბათლები, ვიქტორინები თამაშების თემაზე და, რაც მთავარია, საქართველოში პირველად გაიმართა ოფიციალური ქოსფლეი – პერსონაჟების კოსტუმირებული შოუ.  ეს კულტურა მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. 

cos play.jpg

            მონაწილეებმა წარმოუდგენელი სირთულისა და იდეალური სიზუსტით შესრულებული ხელნაკეთი კოსტუმები წარმოადგინეს.ქოსფლეის გამარჯვებული და Playstation 4-ის მფლობელი დათო კიკნაველიძის პანდა გახდა World of Warcraft: Mists of Pandaria-დან, რომელმაც არა მხოლოდ უნაკლოდ შესრულებული ხელნაკეთი კოსტუმი წარმოადგინა, არამედ თავბრუდამხვევი პერფორმანსიც შემოგვთავაზა.   მომდევნო ქოსფლეი სექტემბერში, მესამე გეიმ ჯემის ფარგლებში გაიმართება, თუმცა ამჯერად მის მონაწილეებს კონკრეტულ თემას შესთავაზებენ. 

kungfu.png
               
               შეგახსენებთ იმასაც, რომ გეიმ ჯემის ორგანიზატორია კომპიუტერული თამაშების დეველოპერთა საერთაშორისო ასოციაცია IGDA-ს (International Game Developers Association) საქართველოს წარმომადგენლობა IGDA Georgia და რაღა თქმა უნდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო,რომელიც მუდმივად აქტიურად უჭერს მხარს ამა თუ იმ ახალგაზრდული, ინოვაციური და საინტერესო პროექტების განვითარებას.

Posted By Unknown6:58 AM

კომპიუტერული გრაფიკის პირველი ფესტივალი საქართველოში !!

Filled under: ,

cgirakli.jpg
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია CG Georgia-ს  მიერ, პირველად საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის  ფესტივალი CG Fest Tbilisi  ჩატარდა, 24-25 მაისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”.
ორი დღის განმავლობაში ჩატარდა საქართველოში შექმნილი კომპიუტერული გრაფიკის მასშტაბური გამოფენა, კონფერენცია, რომელიც თემატურად იყო დაყოფილი. ასევე, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ოთხი სხვადასხვა მიმართულების კონკურსი: კონკურსი ორგანზომილებიან გრაფიკაში (Digital Painting), კონკურსი სამგანზომილებიან ვიზუალიზაციაში (Architectural Visualization), სამგანზომილებიანი მოდელირება (3D modeling), სამგანზომილებიანი პერსონაჟის ანიმაცია (3D Character Animation).

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იყვნენ სპიკერები კომპანიებიდან Adobe, Chaos Group, Behance, Autodesk, HP და სხვა. საქართელოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი ქაშიბაძე შეხვდა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საუბარი იყო ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში პროფესიონალი კადრების მომზადებას და მათ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, დაისახა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გზები.

ფესტივალის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! პირველ დღეს დამსწრეთა რეკორდულმა მაჩვენებელმა - 600-მდე ადამიანმა მოიყარა თავი, ორივე დღის განმავლობაში კი - 1000-მდე. სფეროში მოღვაწე გრაფიკოსებმა თავიანთი გამოცდილება და ცოდნა მაქსიმალურად გაუზიარეს ერთმანეთს, მოხდა საერთო ინტერესის მქონე პროფესიონალების გაცნობა და სამომავლო იდეების ფორმირება.


cg cut.jpg

Posted By Unknown2:26 AM

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო

Filled under: ,


ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში  შემავალი  იურიდიული პირი.


სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

  1. სააგენტოს მიზნებია:
ა) საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი  პოლიტიკის და  სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირება   კერძო და  სახელმწიფო სექტორის მიერ  ცოდნის,  ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის;
დ) საინფორმაციო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინირება  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების  ყველა სფეროში შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება;
ე) ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური  საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების მათ შორის საექპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა;
ვ) მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა;
ზ) სამინისტროსათვის ინიციატივების და წინადადებების წარდგენა   ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინტერნეტიზაციის და საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ასევე საექსპერტო მხარდაჭერის განხორციელება.

  1. სააგენტოს ფუნქციებია:

ა)  ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება;
ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების  კომერციალიზაციის ხელშემწყობი მექანიზმების, პროექტების, პროგრამების ინფრასტრუქტურის ფორმირება და დაფინანსების უზრუნველყოფა;
გ) ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნეს-ინკუბატორების შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარების ხელშეწყობა;
დ) ბიზნესის და აკადემიური წრეების კოოპერაციის ხელშეწყობა;
ე) კერძო ბიზნესში კვლევების და განვითარების სტიმულირებისათვის სხვადასხვა პროგრამების განხორციელება;
ვ) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი და დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნეს-ინიციატივების ხელშეწყობა  და დაფინანსება;
თ)  ინოვაციური პროექტების, პროდუქტების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელშეწყობა და დაფინანსება;  
ი) ინოვაციური დამწყები ბიზნეს-კომპანიების ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და დაფინანსება;
კ) ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების  დანერგვის ხელშეწყობა;
ლ) ტექნოლოგიური ინფასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში;
) საფინანსო და ბიზნეს-სექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა;
ნ)  ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვა;
ო) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა,   მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;
პ) კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;
ჟ) პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების  განვითარება;
რ) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
ს) საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, ელექტრონული კომერციის, დისტანციური მუშაობის და სხვა ელექტრონული სერვისების განვითარების და გამოყენების ხელშეწყობა მიზნობრივი პროგრამების და პროექტების მეშვეობით;
ტ) ქართული ინტერნეტ პროექტების   და ინტერნეტ სივრცის განვითარების ხელშეწყობა და დაფინანსება;
უ) ქვეყანაში კომპიუტერიზაციის პროცესის დაჩქარებისათვის მიზნობრივი პროგრამების და პროექტების ინიცირება;
ფ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე  საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა  ბაზის ფორმირება და განახლება;
ქ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობა;
ყ) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია;
შ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების  ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა;
ძ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ   საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
წ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით.

Posted By Unknown2:18 AM