We create an Innovative Georgia!

ჩვენ ვქმნით ინოვაციურ საქართველოს!

About us

Filled under:


ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.  სააგენტოს კოორდინირების და მედიატორის მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების მიღწევაში საკუთარი წვლილის შეტანა და ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება.

ინოვაცია და კრეატიულობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის მდგრადი ზრდისა და განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ 2014 წლის 19 თებერვალს საქართველოში შეიქმნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.2000 წლიდან მოყოლებული გლობალური ეკონომიკა ყოველწლიურად 3.2% ით იზრდება, ამ ზრდის მთავარი გასაღები კი ინოვაციებია.  ინოვაცია არის გადამწყვეტი წყარო კონკურენციის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის. 

მსოფლიო ბანკის 2013 წლის ივნისში გამოქვეყნებული რეპორტის თანახმად „ინოვაციების ხელშეწყობა საქართველოში“ ქართული კომპანიები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებენ ინოვაციებს საკუთარ მოღვაწეობაში  უფრო სწრაფად ვითარდებიან და 30% მეტ სამუშაო ადგილებს ქმნიან ვიდრე არა-ინოვაციური კომპანიები.

ინოვაციები განსაკუთრებით მნიშნელოვანია სახელმწიფოსათვის.რადგან იგი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისთვის ახალი და ფართო საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ფოკუსირდება მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირებაზე. 

სააგენტო მონაწილეობს კერძო და  სახელმწიფო სექტორის მიერ  ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში. სააგენტოს ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი  პროექტებისა და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების წარმართვა და კორდინირება.

სააგენტო ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასა და გამოყენებას სხვადასხვა სფეროში რათა აამაღლოს მათი ეფექტურობა. განსაკუთრებით კი საფინანსო და ბიზნეს-სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მათი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და მეწარმეების მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის დაფინანსების წახალისებისთვის.

სააგენტო აქტიურადაა ჩართული ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნეს-ინკუბატორების შექმნასა და მათი განვითარების ხელშეწყობაში.ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, ელექტრონული კომერციის, დისტანციური მუშაობის, კომპიუტერიზაციის დაჩქარებისა და სხვა ელექტრონული სერვისების განვითარება და გამოყენების ხელშეწყობა  .

სააგენტო გახსნილია საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც.მიზნობრივი პროგრამების და პროექტების მეშვეობით იგეგმება ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობა.

0 comments:

Post a Comment