We create an Innovative Georgia!

ჩვენ ვქმნით ინოვაციურ საქართველოს!

Friday, June 20, 2014

კომპიუტერული გრაფიკის პირველი ფესტივალი საქართველოში !!

Filled under: ,

cgirakli.jpg
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია CG Georgia-ს  მიერ, პირველად საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის  ფესტივალი CG Fest Tbilisi  ჩატარდა, 24-25 მაისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”.
ორი დღის განმავლობაში ჩატარდა საქართველოში შექმნილი კომპიუტერული გრაფიკის მასშტაბური გამოფენა, კონფერენცია, რომელიც თემატურად იყო დაყოფილი. ასევე, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ოთხი სხვადასხვა მიმართულების კონკურსი: კონკურსი ორგანზომილებიან გრაფიკაში (Digital Painting), კონკურსი სამგანზომილებიან ვიზუალიზაციაში (Architectural Visualization), სამგანზომილებიანი მოდელირება (3D modeling), სამგანზომილებიანი პერსონაჟის ანიმაცია (3D Character Animation).

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იყვნენ სპიკერები კომპანიებიდან Adobe, Chaos Group, Behance, Autodesk, HP და სხვა. საქართელოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი ქაშიბაძე შეხვდა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საუბარი იყო ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში პროფესიონალი კადრების მომზადებას და მათ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, დაისახა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გზები.

ფესტივალის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! პირველ დღეს დამსწრეთა რეკორდულმა მაჩვენებელმა - 600-მდე ადამიანმა მოიყარა თავი, ორივე დღის განმავლობაში კი - 1000-მდე. სფეროში მოღვაწე გრაფიკოსებმა თავიანთი გამოცდილება და ცოდნა მაქსიმალურად გაუზიარეს ერთმანეთს, მოხდა საერთო ინტერესის მქონე პროფესიონალების გაცნობა და სამომავლო იდეების ფორმირება.


cg cut.jpg

0 comments:

Post a Comment