We create an Innovative Georgia!

ჩვენ ვქმნით ინოვაციურ საქართველოს!

Friday, June 20, 2014

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო

Filled under: ,


ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში  შემავალი  იურიდიული პირი.


სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

  1. სააგენტოს მიზნებია:
ა) საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი  პოლიტიკის და  სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირება   კერძო და  სახელმწიფო სექტორის მიერ  ცოდნის,  ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის;
დ) საინფორმაციო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინირება  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების  ყველა სფეროში შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება;
ე) ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური  საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების მათ შორის საექპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა;
ვ) მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა;
ზ) სამინისტროსათვის ინიციატივების და წინადადებების წარდგენა   ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინტერნეტიზაციის და საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ასევე საექსპერტო მხარდაჭერის განხორციელება.

  1. სააგენტოს ფუნქციებია:

ა)  ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება;
ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების  კომერციალიზაციის ხელშემწყობი მექანიზმების, პროექტების, პროგრამების ინფრასტრუქტურის ფორმირება და დაფინანსების უზრუნველყოფა;
გ) ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნეს-ინკუბატორების შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარების ხელშეწყობა;
დ) ბიზნესის და აკადემიური წრეების კოოპერაციის ხელშეწყობა;
ე) კერძო ბიზნესში კვლევების და განვითარების სტიმულირებისათვის სხვადასხვა პროგრამების განხორციელება;
ვ) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი და დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნეს-ინიციატივების ხელშეწყობა  და დაფინანსება;
თ)  ინოვაციური პროექტების, პროდუქტების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელშეწყობა და დაფინანსება;  
ი) ინოვაციური დამწყები ბიზნეს-კომპანიების ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და დაფინანსება;
კ) ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების  დანერგვის ხელშეწყობა;
ლ) ტექნოლოგიური ინფასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში;
) საფინანსო და ბიზნეს-სექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა;
ნ)  ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვა;
ო) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა,   მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;
პ) კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;
ჟ) პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების  განვითარება;
რ) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
ს) საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, ელექტრონული კომერციის, დისტანციური მუშაობის და სხვა ელექტრონული სერვისების განვითარების და გამოყენების ხელშეწყობა მიზნობრივი პროგრამების და პროექტების მეშვეობით;
ტ) ქართული ინტერნეტ პროექტების   და ინტერნეტ სივრცის განვითარების ხელშეწყობა და დაფინანსება;
უ) ქვეყანაში კომპიუტერიზაციის პროცესის დაჩქარებისათვის მიზნობრივი პროგრამების და პროექტების ინიცირება;
ფ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე  საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა  ბაზის ფორმირება და განახლება;
ქ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობა;
ყ) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია;
შ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების  ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა;
ძ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ   საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
წ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით.

0 comments:

Post a Comment