We create an Innovative Georgia!

ჩვენ ვქმნით ინოვაციურ საქართველოს!

Friday, June 27, 2014

26 მაისი დამოუკიდებლობის დღე !

Filled under: ,


 26 მაისი ღირშესანიშნავი დღეა საქართველოს ისტორიაში. წელს დამოუკიდებლობის დღე განსხვავებული და განსაკუთრებული ფორმატით აღინიშნა. პარადის მონაწილეები სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ გრანდიოზულ გამოფენას დაესწრნენ. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რაღა თქმა უნდა ყველასგან გამოირჩეოდა ინოვაციურობით. დრონები, ოკულუსით აღფრთოვანებული სტუმრები, ბიზნეს მარათონი და კომპიუტერული თამაშები ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობების რასაც GITA მთელი დღის განმავლობაში ახორცილებდა. ღონისძიებების უნიკალურობიდან გამომდინარე დაინტერესებული სტუმრების ნაკადი არ წყდებოდა ტენტებში.

GITA აღლუმზე 3 სხვადასხვა თემატიკის პავილიონითა და ექსპონატებით წარსდგა.განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რევოლუციურმა ტექნოლოგიებმა. ოკულუს რიფტი,რომელმაც 2 მილიარდი დოლარი მიიღო ფეისბუქისგან ვიცე პრემიერებმა,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ბატონმა კახა კალაძემ საკუთარ თავზე გამოსცადეს.


              საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ქართული ინოვაციები მეტყველებს იმაზე რომ აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სააგენტოსა და მეცნიერ-გამომგონებლებს შორის. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი კომპანიის “Lemondo-ს” მიერ შექმნილი თამაშები და აპლიკაციები, კომპიუტერული თამაშების მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი ქართული კომპანიების - “Storm Bringer Studios”, “Pyxie Games”, “Happy Group”, “Jump of Fall” და სხვა, პროდუქტები. ასევე,საქართველოს კომპიუტერული გრაფიკის ასოციაცია “CG Georgia”-ს ნამუშევრები, ქართველი გამომგონებლების ნამუშევრები - ელექტრო ენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემა, ქართული რობოტი, ელექტრონული გიტარა, 3D კამერა და ა.შ. 

ბიზნეს მარათონმა “20=200”, 26 მაისს დილიდან აიღო სტარტი. ეს შესანიშნავი პროექტი რომელიც 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდულ პროექტად დასახელდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ახალგაზრდა მეწარმეებს საშუალებას აძლევს დატესტონ, გამოსცადონ თავიანთი იდეები და აქციონ ისინი რეალურ ბიზნეს საქმიანობად.

26 მაისის შედეგები რომ შევაჯამოთ, GITA ნამდვილად ღირსეულად წარსდგა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით ქართველის წინ. გააცნო და თავი დაამახსოვრა ბევრი ინოვაციური და საინტერესო პროექტით.

0 comments:

Post a Comment