საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 16-21 აგვისტოს განხორციელდება ინოვაციების ბანაკი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის.
ინოვაციების ბანაკის მიზანია, აღმოაჩინოს ინოვატორები საქართველოს მასშტაბით და 6 დღის განმავლობაში აქტიური მუშაობით შეიქმნას ინოვატორების კავშირი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციურ განვითარებას და გახდება სტარტაპების წამოწყების წინაპირობა.
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ახალგაზრდა ინოვატორს 16 დან 23 წლის ჩათვლით.
ბანაკში მოეწყობა პირველი "Make-a-Thon" საქართველოს ისტორიაში. ეს არის ღონისძიება, რომელიც მონაწილეებს მისცემს საშუალებას ისწავლონ, თუ როგორ გადააქციონ კონკრეტული იდეა მუშა პროტოტიპად. ამ პროცესში მათ დაეხმარებიან გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ასევე, “Make-a-thon-ის” ფარგლებში ბანაკის სტუმრები იქნებიან ქართველი მეცნიერები, რომელთა ტექნოლოგიის ბაზაზე მოხდება ბიზნეს მოწყობილობების შექმნა, დაიგეგმება სამომავლო პროექტები. მათ შემდგომ დახვეწასა და განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმალურად დაუჭერს მხარს.
ბანაკი არის უფასო !
დაწვრილებითი ინფორმაცია ბანაკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს და ბანაკის "ფეისბუქის" გვერდებზე.








